სიახლეები
4 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია თემაზე: „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პარადიგმები“.
აღნიშნული კონფერენცია Erasmus+ პროექტის Sustainable learner-centered Teaching - Advanced Recourse for Georgia and China (STAR) დასკვნითი აქტივობა გახლდათ.
ღონისძიებაზე განხილული იყო ყველა ის შედეგი, რომელიც სამი წლის განმავლობაში პარტნიორმა ქვეყნებმა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების მიმართულებით მიაღწიეს.