სიახლეები
6-7 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტმა UG Startup Factory-ის მხარდაჭერით აზროვნების დიზაინის კრეათონს უმასპინძლა.
პროექტი კრეატიული განვითარების ცენტრი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ ჩაერთონ 5 კვირიან სატრენინგო პროგრამაში, გაიარონ კონსულტაცია მენტორებთან, შექმნან პროტოტიპები საკუთარი იდეის გარშემო და წარუდგინონ პროტოტიპები ფართო საზოგადოებას.