სიახლეები
21 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტი ქალაქ თელავში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი მოსწავლეებისთვის და არამხოლოდ, გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, უნივერსიტეტის შესახებ. თუ რას სთავაზობს 2025 წელს უნივერსიტეტი აბიტურიენტებს და რა სიახლეებით ხვდება, ახალ აკადემიურ წელს.
გარდა პრეზენტაციისა, საქართველოს უნივერსიტეტის პროგრამირების ლაბორატორიის მენეჯერმა, ცოტნე ბერიშვილმა - ჩაატარა ტრენინგი თემაზე "კიბერუსაფრთხოება - პირადი მონაცემების დაცვა" რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს გადაეცათ დასწრების სერტიფიკატები და სახალისო ვიქტორინით - გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტი აქტიურად მართავს, მსგავსს გასვლით ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც გარდა უნივერსიტეტის წარდგენისა, აქტიურად მუშავდება საზოგადოებისთვის საჭირო თემები, არაფორმალური განათლების ფარგლებში.