სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში ჩატარდა გლობალური ჯანმრთელობის საჯარო ლექციების შემოდგომის ციკლი. სალექციო კურსი მიმდინარეობდა 30 მარტიდან - 18 მაისის ჩათვლით და მოიცავდა შემდეგ სალექციო თემებს:
• გლობალური ჯანმრთელობის პოლიტიკის საკითხები
• სამედიცინო ანთროპოლოგია და ეთიკა
• გარემოს ჯანმრთელობის საკითხები
• ჯანდაცვის ხარისხი და მისი შეფასება
• გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატია.
კურსს უძღვებოდა ქალბატონი სანდრა ელისაბედ რულოვსი.
ლექციას ესწრებოდნენ ჯანდაცვის ადმინისტრირების, მედიცინის, ფარმაციის, სტომატოლოგიისა და საექთნო საქმის და სხვა პროგრამების როგორც ბაკალავრი, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები.
მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები!
ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა გისურვებთ ჯანმრთელობას