სიახლეები
2018 წლის 6 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ წარმოადგინა ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის/Institute of Georgian,German and International Criminal Law ხელმძღვანელის, პროფესორ ბაჩანა ჯიშკარიანის ახალი ნაშრომი - დანაშაული და სასჯელი-ს პრეზენტაცია.
ბროშურა განკუთვნილია დამწყები იურისტებისა და არაიურისტებისათვის და მათ სისხლის სამართლის საფუძვლებს გააცნობს. ნაშრომი მომზადდა ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ფარგლებში.