ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


30 May 2025
Data Talk with EPAM at the University of Georgia

 

29 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტმა EPAM Georgi-იას ორგანიზებულ ღონისძიებას „Data Talk with EPAM at the University of Georgia“ უმასპინძლა. ღონიძიებაზე მოსულ სტუდენტებსა და პროფესიონალებს მონაცემთა სფეროს შესახებ სასარგებლო ინფორმაციის, აუცილებელი უნარებისა და კავშირების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

EPAM Georgi-იას ექსპერტებმა მონაცემთა და ანალიტიკის სფეროში წარმატებული კარიერის შექმნისთვის სხვადასხვა როლების მამოტივირებელ ხედვაზე, აუცილებელ უნარებზე, ინსტრუმენტებსა და რესურსებზე ისაუბრეს, ასევე დამსწრე საზოგადოებას EPAM-ის ქსელური შესაძლებლობები და მონაცემთა სფეროში მარტივი ნავიგაციისთვის საჭირო რჩევები გაუზიარეს.

ღონისძიებაზე დეტალურად განიხილეს როგორ ქმნის მონაცემთა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის გუნდი ძლიერ, მასშტაბირებად გადაწყვეტილებებს, როგორ გარდაქმნიან მონაცემთა ანალიტიკისა და ვიზუალიზაციის ინჟინრები მონაცემებს მიმზიდველ, ქმედით ანალიტიკად და როგორ იყენებენ ბიზნეს ანალიტიკოსები ნედლ მონაცემებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში.

EPAM-ი პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებელი კომპანია, რომელიც 1993 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაცია მომსახურებას 6 კონტინენტზე, 55 ქვეყანაში სწევს და მომხმარებლებს მნიშვნელოვან ინოვაციებს, ციფრულ ტრანსფორმაციას და ბიზნეს გადაწყვეტებს სთავაზობს.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი