სიახლეები
27 იანვარს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლას საქმიანი ვიზიტით ესტუმრა დელეგაცია იტალიიდან, სასარის და პიემონტე ორიენტალის უნივერსიტეტებიდან.
შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობის მნიშვნელობა. უახლოეს პერიოდში გაფორმდება მემორანდუმი იტალიის სასარის უნივერსიტეტთან და პიემონტე ორიენტალის უნივერსიტეტთან.
აღსანიშვნავია, რომ ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა მუდმივად ცდილობს საერთაშორისო სამეცნიერო კვლევაში მონაწილეობის მიღებას და საერთაშორისო კონტაქტების დამყარებას.