ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


20 December 2018
საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სტარტაპების გამოსაშვები ღონისძიება- Demo Day- Batch 2

20 დეკემებერს, საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრმა- UG Startup Factory-მ უმასპინძლა სტარტაპების გამოსაშვებ ღონისძიებას- “Demo Day-ს“. სტარტაპები, რომელთა შორის 3 საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით, წარდგნენ პოტენციური ინვესტორების, პარტნიორებისა და სტარტაპ ეკოსისტემის წევრების წინაშე.

დემო დღის ფარგლებში 7-მა გუნდმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმოაჩინეს საკუთარი სტარტაპი, ასევე მათ ისაუბრეს საჭიროებებზე და მომხარებელზე ორიენტირებულ ბიზნეს იდეებზე.

ღონისძიების ბოლოს სტარტაპებმა მიიღეს რეკომენდაციები ინვესტორებისგან და დაგეგმეს შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან.

დემო დღეზე წარმოდგენილი იყვნენ შემდეგი სტარტაპები:

1. InnEmploy - დასაქმების ახალი პლატფორმა, რომელშიც ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია;

2. Memory Capsule - გასართობი აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს ეხმარება საკუთარი მოგონებების გახსენებაში;

3. Free Drive - ახალი საპარკინგე სისტემა კერძო და საჯარო პარკირების ადგილებისთვის, რომელიც ასევე ჭრის საცობების პრობლემას;

4. ABC Health - აპლიკაცია, რომლის გამოყენებითაც ხელოვნური ინტელექტი მომხმარებელს დაუთვლის ყოველდღიურ რაციონს ჯანსაღი კვებისთვის და შემდგომ ავტომატურად მოახდენს კვების ახალი განრიგის შედგენას და ურჩევს მომხმარებელს თუ კონკრეტული რაციონის მისაღებად სად უნდა შეიძინოს პროდუქცია;

5. DROA - აპლიკაცია, რომელიც გეხმარებათ საკვებ ობიექტებზე დროის დაზოგვაში;

6. Magena - მობილური აპლიკაცია, რომელიც ტურისტებს დაეხმარება ღირსშესანიშნაობების აღმოჩენასა და მათ დასათვალიერებლად სასურველი მარშრუტის დაგეგმვაში;

7. TTM - სიჩქარის დინამიური მართვის მოწყობილობა;

შეგახსენებთ,რომ დემო დღე მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ინოვატორული უნარ-ჩვევების განვითარებას და საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი