ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


9 July 2019
Demo Day Batch 3

9 ივლისს, საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრმა - UG Startup Factory-მ უმასპინძლა სტარტაპ აქსელერატორის მესამე ნაკადის დემო დღეს, სადაც სტუდენტურმა სტარტაპებმა ე.წ Pitch-ის პრინციპით საკუთარი ინოვაციური პროექტები ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგინეს.

იხილეთ სტრატაპების შესახებ ინფორმაცია :

Infotoy - ეს არის აპლიკაცია ,რომლის მიზანია ადამიანებში  ბაზარზე გასაყიდად გამოტანილ სათამაშოებზე გაზარდოს ინფორმირებულობა.

AILOOK - აპლიკაცია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, მოდის ტენდენციებისა და მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით მომხმარებელს ჩაცმის სტილს შეურჩევს.

Halps- აპლიკაცია HaLPS-ი, რომელიც იქნება საქართველოში პირველი mobile app-ი სამედიცინო მომსახურების სფეროში. აპლიკაცია დაეხმარება შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებს, რომ აკონტროლონ დიაბეტთან დაკავშირებული ყველა საჭირო მონაცემი, თავი აირიდონ დაავადების გართულებისაგან და მოახდინონ მისი პრევენცია ადრეულ ეტაპზევე.

Workman- იქმნება ახალი პორტალი, ერთგვარი სოციალური ქსელი-WORKMAN, რომელიც დააკავშირებს საყოფაცხოვრებო პრობლემის მქონე ადამიანს ხელოსანთან, ან სხვა სახის სპეციალისტთან.

Professor.st- ჭკვიანი კოსტუმი, რომელიც აღიქვამს მომხმარებლის მოძრაობებს და სპეციალური აპლიკაციის საშუალებით ადარებს ნებისმიერ პორტში საუკეთესო მოთამაშის სტილს.

Who am I- აპლიკაცია, რომელიც სკოლის მოსწავლეებს და აბიტურიენტებს საკუთარი თავის პოვნაში ეხმარება ისინი შეძლებენ სასურველი სპეციალობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას.

აღსანიშნავია, რომ სტარტაპების იდეა ეკუთვნის როგორც საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს ასევე თავისუფალი უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და ა.შ

ზემოთაღნიშნულ სტარტაპებმა საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის UG Startup Factory-ის 2 თვიანი აქსელერაციის პროგრამა გაიარეს. სტარტაპებს სხვადასხვა მიმართულების ტრენინგები ჩაუტარდათ, ასევე ისინი შეხვდნენ უცხოელ და ადგილობრივ მენტორებს, რათა Demo Day-ს მომზადებული შეხვედრილიყვნენ 

დამწყებმა სტარტაპებმა გაიარეს ტრენინგები შემდეგი მიმართულებით: UX Design, ინტელექტუალური საკუთრება, ეფექტური პრეზენტაციის ჩატარება, გრაფიკული დიზაინი, pitching, ბიზნეს მოდელი აწყობა და ა.შ.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი