სიახლეები
27 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრმა- “UG Startup Factory-მ” უმაპსინძლა მორიგ Startup Talks, სადაც განხილული იყო TTM-ის განვითარების ისტორია.
TTM ეს არის სტარტაპი, რომელიც ამცირებს საგზაო შემთხვევების რაოდენობას სიჩქარის ლიმიტირებით.
საჯარო ლექციას გაუძღვა TTM Group-ის თანადამფუძნებელი ბ-ნ ვახო იაშვილი.
შეგახსენებთ,რომ TTM Group-მა მოიპოვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი გრანტი.