25 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციული მეცნიერებათა სკოლის, PMI საქართველოს წარმომადგენლობისა და ბიზნეს ეჯილითი ასოციაციის პარტნიორობით, სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში ერთდღიანი სტუდენტური ჰაკათონი გაიმართა თემაზე ციფრული ტრანსფორმაცია და Agile პროექტები.
ბიზნესს ანალიტიკის და ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტებმა ხუთკაციან გუნდებად იმუშავეს ბიზნეს იდეების რეალურ გამოწვევებზე, Agile მუშაობის, მონაცემთა ანალიზისა და პრეზენტაციის მეშვეობით.
მენტორებისა და ჟიურის წევრების წინაშე წარადგინეს საკუთარი პროექტები, სხვადასხვა სექტორებისათვის, მათ შორის: განათლების, ჯანდაცვის და სატრანსპორტო სფეროებისთვის.
ღონისძიებაში ჩართული იყო PMI საქართველოს წარმომადგენლობა და ბიზნეს ეჯილითი ასოციაციის წარმომადგენლები - Agile, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, დაემყარებინათ პირდაპირი კომუნიკაცია სფეროს ექსპერტებთან და მიეღოთ კარიერული რეკომენდაციები. ჰაკათონის ფარგლებში სტუდენტებმა იმუშავეს როგორც ბიზნესს ანალიტიკის, ასევე პროექტების მართვის სრულ ციკლზე, პროდუქტის იდეიდან - რეალიზებამდე, რაც თავის თავში აერთიანებს:
აღსანიშნავია, რომ ჰაკათონი აერთიანებდა როგორც პირველი კურსის, ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, რომელთაც დამსახურებულ სერტიფიკატებთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს ბიზნესსი მართვის საკითხებში AI - ხელშეწყობით.