სიახლეები
19 სექტემბერს, სამართლის სკოლის დირექტორმა, ქ-ნ ანა ხურციძემ სტუდენტებთან საორიენტაციო შეხვედრებზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის მქონე პირველკურსელები ლეპტოპით და ტექნიკით დააჯილდოვა. ანასტასია რაზმაძეს საჩუქრად გადაეცა ლეპტოპი, პავლე ჩაჩანიძეს - მუსიკალური ხმის გამაძლიერებელი, დანარჩენ სტუდენტებს - პორტარული ენერგიის წყაროები (Power Bank).
შეხვედრის ფარგლებში პირველკურსელებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სამართალმცოდნეობის პროგრამის საგნებზე, სწავლების მეთოდიკაზე, პრაქტიკულ გამოცდილებაზე, დასაქმების პერსპექტივაზე და ა.შ.
აღსანიშნავია ისიც, რომ საორიენტაციო დღეზე პირველკურსელებს KPMG-ის იურიდიული სამსახურის უფროსი- ბ-ნ ჯაბა გველებიანიც შეხვდა, რომელიც სტუდენტებს პროფესია იურისტის თავისებურებებზე ესაუბრა.