1-5დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის საექთნო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო კვირეულში, რომელიც ტალინის გამოყენებითი მეცნიერებების ჯანდაცვის უნივერსიტეტში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სემინარები და შეხვედრები, სადაც მონაწილეებმა გაცვალეს გამოცდილება და გაეცნენ თანამედროვე, ინოვაციურ მიდგომებს საექთნო განათლებაში.
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს ასევე ჰქონდა შესაძლებლობა წარედგინა რუსთაველის ეროვნული ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევის შედეგები, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია საერთაშორისო აუდიტორიაში. აკადემიურმა მობილობამ ხელი შეუწყო ახალი კვლევითი შესაძლებლობების გაჩენას და პარტნიორული თანამშრომლობის განვითარებას საერთაშორისო დონეზე.