სიახლეები
სამართლის სკოლის სტუდენტი, ლაშა ლურსმანაშვილი მონაწილეობდა ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ეროვნული კონფერენციის (EYP) მე-13 სესიაზე. ეროვნული სესია მიზნად ისახავდა საერთაშორისო ფორუმისთვის მონაწილეების შერჩევას, რომელიც 2019 წლის მარტში გაიმართება ქ. ერევანში. ლაშა ლურსმანაშვილი დასახელდა საუკეთესო დელეგატად და 2019 წელს გაემგზავრება საერთაშორისო სესიაზე ქ. ერევანში.