ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


14 April 2025
ევროსტუდენტი 2025

 

საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით პროექტში “ევროსტუდენტი 2025” იღებენ მონაწილეობას.

ევროსტუდენტი ტრანსნაციონალური სამეცნიერო კვლევითი პროექტია. მისი მიზანია ევროპის 30-მდე ქვეყანაში უმაღლესი განათლების სივრცეში სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა. კვლევის ფარგლებში გროვდება მონაცემები ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა, სასწავლო პროგრამის მახასიათებლები, ბიუჯეტი და დასაქმება, შემოსავალი და ხარჯები, საცხოვრებელი პირობები და საერთაშორისო მობილობა.

ევროსტუდენტის კვლევის მონაცემების საფუძველზე ქვეყნები უკეთ გეგმავენ ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის პოლიტიკას და პროგრამებს.

საქართველო 2014 წლიდან მონაწილეობს კვლევაში. წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, 15 აპრილიდან ელექტრონულად ჩაერთონ კვლევაში. კვლევის დაწყებისთანავე კითხვარის ბმულს სტუდენტები უნივერსიტეტის შიდა საკომუნიკაციო ქსელის საშუალებით მიიღებენ.

კვლევის მე-9 ციკლს საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი უძღვება.

2025 წელს კვლევაში მონაწილე სტუდენტების წახალისების მიზნით, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი, გათამაშების ფარგლებში, კვლევის მონაწილეთაგან შემთხვევითი პრინციპით შერჩეულ 15 სტუდენტს ტექნიკის 500 ლარიან ვაუჩერს გადასცემს.

დამატებითი ინფორმაცია ევროსტუდენტის საერთაშორისო კვლევის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://www.eurostudent.eu/

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულ ცენტრს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: eurostudent@ncer.gov.ge






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი