ექსკურსია სიღნაღში
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შემეცნებითი და გასართობი ექსკურსია სიღნაღში გაიმართა!
ტურის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს სიყვარულის ქალაქის ისტორიული ქუჩები, დატკბნენ ალაზნის ველის შთამბეჭდავი ხედებით, ეწვივნენ კულტურულ ღირსშესანიშნაობებს და ჩაერთნენ სხვადასხვა გუნდურ აქტივობაში. ექსკურსიამ სტუდენტებს საშუალება მისცა, უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი, განტვირთულიყვნენ და შეექმნათ დაუვიწყარი მოგონებები.
ადგილი: სიღნაღი