სიახლეები
28 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლამ ფარმაციის სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებული პირებისთვის ღია კარის დღე გამართა.
ღია კარის დღეზე ასევე ჩატარდა სემინარი ჯანმრთელობის დაცვის სფეროს აქტუალური მიმართულების -კლინიკური ფარმაციის დანერგვისა და განვითარების საკითხების შესახებ.
სემინარზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
· კლინიკური ფარმაცევტის როლის განსაზღვრა და წარმოჩენა;
· კლინიკური ფარმაციის განვითარების აუცილებლობა ქვეყნის ჯანდაცვისა და
· პაციენტის ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებისათვის;
· კლინიკებისა და ამბულატორიული დაწესებულებების მზაობა კლინიკური ფარმაციის განვითარებისთვის;
· სადაზღვევო კომპანიებში კლინიკური ფარმაცევტის დასაქმების აუცილებლობა.