სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტი ტრადიციულად მონაწილეობს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალში, რომლის ფარგლებში, 22 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საჯარო ლექციები, მასტერკლასები, ტრენინგები და სამეცნიერო კონფერენციები.
ყოველი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წინასწარ დაანონსდება საქართველოს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე. გთხოვთ, გვადევნოთ თვალი.
ფესტივალის საზეიმო გახსნა გაიმართება 22 სექტემბერს, თსუ-ს I კორპუსის ეზოში 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცეც.