ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


15 July 2025
გასვლითი საველე სემინარი ნატკორას არქეოლოგიურ ძეგლზე

 

11 ივლისს საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით, ჩატარდა გასვლითი სემინარი ნატკორას ადრექრისტიანული პერიოდის არქეოლოგიურ ძეგლზე. 

ნატკორას არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ გულგულასთან. იგი, აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადრექრისტიანული ხანის ტაძარს წარმოადგენს. ისტორიული ცნობების მიხედვით აქ მდებარეობდა ქართლის მეფე დარჩილის (ვახტანგ გორგასლის ვაჟი) განსასვენებელი, რომელიც ნატკორას არქოელოგიურმა ექსპედიციამ, პროფ. დავით ბერიკაშვილის ხელმძღვანელობით 2024 წელს აღმოაჩინა. 

სემინარის დროს, პროფესორმა მანანა  სანაძემ და პროფესორმა დავით ბერიკაშვილმა ჯგუფის წევრებს ადგილზე გააცნეს ძეგლის ისტორია, აღმოჩენის მნიშვნელობა და ზოგადად, ნატკორას ტაძრის მნიშვნელობა საქართველოს ადრეული შუა საუკუნეების ისტორიისა და არქეოლოგიის საკითხების კვლევებისათვის.

გარდა ამისა, სემინარის მონაწილეებმა ადგილზე დაათვალიერეს მიმდინარე გათხრები, რომლის დროსაც ტაძრის სამხრეთ უბანზე გამოჩნდა ადრეული და განვითარებული შუა საუკუნეების სამარხები. აღმოჩენილი სამარხეული მასალები მზადდება სამომავლო კვლევებისათვის, რომელიც გულისხმობს არქეოლოგიურ, ანთროპოლოგიურ და გენეტიკურ კვლევებს. 

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი