სიახლეები
19-20 მარტს საქართველოს უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო სააგენტო „ჯეპრას“ ერთობლივი პროექტი ,,პიართონი - სტრატეგიული კომუნიკაციის ახალი არქიტექტორები" ტარდება.
პროექტი ამჟამად სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვისაა და მიმდინარეობს კონკურსის სახით. მასში მონაწილეობისთვის 25 სტუდენტია შერჩეული, რომლებიც სკოლის მიერ სპეციალურად შემუშავებული ბრიფით 2 დღის განმავლობაში ჯგუფებად იმუშავებენ. მონაწილეები შექმნიან საკომუნიკაციო კამპანიას სოციალური მედიისთვის საჭირო ტექნიკების გამოყენებით. დავალების შესასრულებლად მონაწილე გუნდებს ექნებათ 24 საათი. „პიართონის“ მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და საკუთარ თავს გამოცდიან სტრატეგიული კომუნიკაციების ყველაზე პოპულარული მიმართულებით.
პროექტის დასასრულს, ჟიურის მიერ გამოვლენილი იქნება სამი გამარჯვებული გუნდი, რომელიც მიიღებს ფულად ჯილდოს. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს საქართველოს უნივერსიტეტი დააჯილდოვებს, ხოლო გამარჯვებულ გუნდს - "ჯეპრა". ასევე, სადაზღვევო კომპანია "არდი" გამარჯვებულ გუნდს ერთწლიანი დაზღვევით დაასაჩუქრებს.