სიახლეები
21 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში გაიმართა სტუდენტთა მეოთხე კონფერენცია „მედეა“, რომელიც მიეძღვნა კოლხურ-იბერიულ მედიცინას - “Cura Mediana-ს“.
კონფერენციის ფარგლებში, გლობალურ და ეროვნულ ჭრილში წარმოპდგენილი იყო თანამედროვე ჯანდაცვის თითქმის ყველა სფეროს აქტუალური საკითხები. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი და სადოქტორო პროგრამის წარმატებულმა სტუდენტებმა.
მოხსენება წარმოადგინა პროფესორმა- რამაზ შენგელიამ, ბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და ბიოეთიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა და პროფესორმა.