სიახლეები
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის საელჩო, შვეიცარიის საელჩო და კანადის საელჩო მთელი მარტის განმავლობაში აღნიშნავენ ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაულს. ამ ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტმა 23 მარტს, უმასპინძლა საფრანგეთის საელჩოს ატაშეს საუნივერსიტეტო, სამეცნიერო და ლინგვისტურდარგში, ბატონ კოლა კაბრიელსდა Campus France-ის წარმომადგენელს – ანალოლუას, რომლებმაც საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს ფრანგულ და ფრანკოფონულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების, სხვადასხვა სასწავლო სტიპენდიებისა და საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შესახებ. საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით (LʹInstitut Français de Géorgie) 2015 წლის 23 მარტს გაიხსნა გამოფენა, რომელიც გაგრძელდება 30 მარტამდე.
ფრანგული მედიათეკის დირექტორის მოადგილემ ნანა ლალიაშვილმა ფრანგული ენის შესწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდებს გააცნო საქართველოში ფრანგული მედიათეკის ფარგლებში არსებული რესურსები.