სიახლეები
3 ოქტომბერს, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი, პროფესორი თინათინ ღუდუშაური და სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები ამავე სკოლის პირველკურსელებს შეხვდნენ. პირველკურსელებმა მიიღეს დამატებითი ინფორმაცია სწავლების, პროგრამებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
ასევე, შეხვედრაზე განხილული იყო ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის სამომავლო გეგმები და პერსპექტივები.