სიახლეები
2017 წლის შემოდგომის სემესტრის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის 18 სტუდენტი ისწავლის ერთი სემესტრის განმავლობაში შემდეგ ქვეყნებში: ჩეხეთი (Tomas Bata University), ლატვია (Vidzeme University of Applied Sciences), პორტუგალია (Polytechnic Institute of Bragança), პოლონეთი (University of Lodz, University of Dabrowa Gornicza).
საქართველოს უნივერსიტეტი აქტიურად აწარმოებს საერთაშორისო თანამშრომლობას იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტ სტუდენტს მიეცეს გაცვლითი პროგრამებით საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილების შესაძლებლობა.