სიახლეები
ძვირფასო სტუდენტებო
გვინდა გაცნობოთ, რომ განათლების სამინისტროს ინიციატივით, იმ სტუდენტებს, ვისაც სტატუსი ჰქონდათ შეჩერებული და უნივერსიტეტისადმი ჰქონდათ ფინანსური დავალიანება, გაუნულდებათ ეს დავალიანება.
საქართველოს უნივეერსიტეტი ამ ინიციატივის ფარგლებში, სრულად ჩაერთო პროცესში და გაცნობებთ, დავალიანების გადაფარვის შესახებ დეტალურ ინფორმაციას.
· იმ სტუდენტებს, ვისაც სტატუსი შეუჩერდათ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, დავალიანება სრულად გაუნულდებათ.
საქართველოს უნივერსიტეტი დაფარავს გადასახადის 80%, ხოლო დანარჩენ 20% დაგიფინანსებთ განათლების სამინისტრო.
· იმ სტუდენტებს, ვისაც სტატუსი შეუჩერდათ პირადი განცხადების საფუძველზე და აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, დავალიანება სრულად გაუნულდებათ.
თქვენი დავალიანების 10-20% გადაფარავს განათლების სამინისტრო, ხოლო დარჩენილ ნაწილს უნივერსიტეტი.
აღსანიშნავია, რომ შეღავათი ეხებათ იმ სტუდენტებს, რომელთა სტატუსი 2023 წლის 1 აგვისტომდე ფიქსირდებოდა, როგორც შეჩერებული და 15 სექტემბრამდე არ მომხდარა სტატუსის აღდგენა.
აღდგენის განცხადების დაწერის და აღდგენისთვის საჭირო საფასურის გადახდის შემდეგ, ყველა სტუდენტი სწავლის გაგრძელებას შეძლებს 2023/24 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან.
სტატუსის აღდგენების ვადებთან დაკავშირებით, შეტყობინებები გამოიგზავნა MY UG გვერდზე, პირად შეტყობინებებში.