სიახლეები
ცხადდება კონკურსი!
გაზაფხულის სკოლა სისხლის სამართალში
„სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები“
(შედარებითსამართლებრივი ანალიზი)
26-28 მარტი, 2021 - ლოპოტა
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და
ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი
სკოლის ხელმძღვანელი:
ასოც. პროფ. დოქტ. ბაჩანა ჯიშკარიანი, LL.M. (Munich)
მოწვეული ლექტორები:
მარიო შიუტცე (იენა, თბილისი)
გურამ იმნაძე (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი)
ნინო ცაციაშვილი (შინაგან საქმეთა სამინისტრო)
თემატიკა: სისხლის სამართალი, როგორც სახელმწიფოს მხრიდან პირად თავისუფლებაში ჩარევის უკიდურესი საშუალება, პირადი ავტონომიის მნიშვნელობა თვითმკვლელობაში დახმარების ლეგალურობის მაგალითზე გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, თვითგამორკვევა და პირადი თავისუფლება ქართულ სამართალში, თავისუფლებისა და სისხლის სამართლის ურთიერთმიმართება, covid-19, როგორც გამოწვევა ქართულ სამართალსა და პრაქტიკაში, ქალთა უფლებების დაცვა, საკუთრება და სისხლის სამართალი.
სამუშაო ენა გერმანულ-ქართული, თანმიმდევრული თარგმანი.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის მიმართულების სტუდენტებს (ბაკალავრიატი მინიმუმ ოთხსემესტრგავლილი, მაგისტრატურა - ნებისმიერი საფეხური).
მონაწილეობა უფასოა და ყველა ხარჯი ფინანსდება ფონდის მიერ, მათ შორის, მგზავრობის საფასური (თბილისი-ლოპოტა, ლოპოტა-თბილისი).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ელექტრონულად შემდეგი დოკუმენტაციის გამოგზავნა
(ელ-ფოსტა: institute.criminallaw@gmail.com):
- cv ფოტოსურათით
-განვლილი სემესტრების ნიშნების ფურცელი (შესაძლებელია ელ. ბაზიდან ამონაწერის დასკანერებული ვერსია ან სურათიც)
- სამოტივაციო წერილი, სადაც კარგად იქნება დასაბუთებული, თუ რატომ უნდა იქნას კონკურსანტი შერჩეული.
საჭიროების შემთხვევაში დამატებით დაინიშნება გასაუბრება. სხვა შემთხვევაში შერჩევა მოხდება წარმოდგენელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
საბუთები გამოგზავნილ უნდა იქნას 2021 წლის 17 მარტის ჩათვლით.
თანაბარი საკონკურსო მონაცემების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ სტუდენტებს, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა ჩვენი ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ მსგავს პროექტში.