15 მარტს საქართველოს უნივერსიტეტი-ში გაიმართა GENIUS Olympiad-ის მეცნიერების კატეგორიის შიდა შესარჩევი რაუნდი.
კონკურსის დასრულების შემდეგ ჟიურიმ გამოავლინა ოთხი საუკეთესო გუნდი, რომლებიც უნივერსიტეტის დაფინანსებით გაემგზავრებიან როჩესტერი-ში და 9-13 ივნისს თავიანთ ნაშრომებს წარადგენენ GENIUS Olympiad-ის გლობალურ ფინალზე.
მეცნიერების კატეგორიის ფინალისტები არიან:
🔹 Cold Rocket Engine
UG School (საქართველოს უნივერსიტეტის სკოლა)
მოსწავლეები: მერაბ სამხარაშვილი, ნიკოლოზ ჭეჭელაშვილი
🔹 Urban NO₂ Mapping Using Traffic Lights
UG School (საქართველოს უნივერსიტეტის სკოლა)
მოსწავლე: დავით მელიქიშვილი
🔹 ArchiGuard: Bridge and Building Structural Deformation Continuous Monitoring System
ქუთაისის N41 საჯარო სკოლა
მოსწავლეები: მათე ახალაძე, გიორგი ფხალაძე
🔹 HELIO
N199 საჯარო სკოლა (კომაროვი)
მოსწავლეები: ლუკა ადამია, გიორგი კორძაია
საქართველოს უნივერსიტეტი ულოცავს თითოეულ მონაწილეს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს მათ გამარჯვებას GENIUS Olympiad-ის გლობალურ ფინალში!