სიახლეები
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის ახალი კომპონენტის "დღის წესრიგი 2030 - რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) მოთხოვნები საქართველოში“ ხელშეწყობით, RIA-ს, როგორც საკანომდებლო პროცესის ეფექტური, მტკიცებულებებზე დამყარებული ინსტრუმენტის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ექვსი უმაღლესი სასწავლებლის მონაწილეობით, 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდება სამი ოთხდღიანი ტრენერთა ტრენინგი თემაზე: ,,რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) მდგრადი განვითარებისათვის, როგორც სასწავლო დისციპლინა საქართველოში“.
ტრენინგის პირველი ფაზა დასრულდა დღეს, 2017 წლის 4 ოქტომბერს და საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლიდან მასში სკოლის დირექტორი - ანა ხურციძე და მოწვეული ლექტორი, მკვლევარი, იურისტი - ნატა სტურუა მონაწილეობდნენ.
ტრენინგების ციკლის შემდეგ ჩამოყალიბდება რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) არჩევითი ინტერდისციპლინური მოდული, რომელშიც სრულად იქნება ინტეგრირებული მდგრადი განვითარების მოთხოვნები.
ტრენინგის მეორე ეტაპიც ოქტომბერში გაიმართება, ხოლო მესამე და დასკვნითი ეტაპი ნოემბერშია ჩანიშნული.