სიახლეები
მიმდინარე წლის 17 ივლისს დაიწყო ტრადიციული გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის სკოლა კიოლნის უნივერსიტეტში, რომელიც გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში.
პროექტი ხორციელდება ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის, კიოლნის უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში. მასში მონაწილეობას იღებენ სამართლის სკოლის კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები.
მონაწილეთა ხარჯები ფინანსდება პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ.
ეს არის ამ ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შედეგად შექმნილი ექსკლუზიური პროექტი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება. ის მოიცავს როგორც აკადემიურ, ასევე კულტურულ ღონისძიებებს.
პროექტის ხელმძღვანელები:
პროფ. დოქტ. ბაჩანა ჯიშკარიანი
პროფ. დოქტ. მარტინ ვასმერი