სიახლეები
მიმდინარე წლის 8-13 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტში, ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტში წარმატებით ჩატარდა სასერტიფიკატო კურსი „გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატია“, რომელშიც მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეებს კურსის დასრულების შემდეგ გადაეცათ სერტიფიკატები.
„გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატიის” კურსი ჩატარდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, რისთვისაც საქართველოს უნივერსიტეტი, გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტი გამოხატავს მადლიერებას.