18 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტთან არსებულმა დამოუკიდებელმა კვლევითმა ინსტიტუტმა Gnomon Wise-მა ოკლაჰომას უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორების ჯგუფს უმასპინძლა. შეხვედრა მიზნად ისახავდა აკადემიური გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას.
ღონისძიების ფარგლებში, Gnomon Wise-ის სხვადასხვა მიმართულების მკვლევრებმა სტუმრებს გაუზიარეს საკუთარი ექსპერტიზა და კვლევითი გამოცდილება, ასევე ერთობლივად მიმოიხილეს სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები.
საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს, ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ასევე იმ გზებსა და მექანიზმებს, რომლებითაც კვლევით და აკადემიურ წრეებს შეუძლიათ ერთობლივად იმუშაონ ხარისხიანი ცოდნის შექმნის, განვითარებისა და გაზიარებისთვის.