სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტში, Google-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბის ფარგლებში Game Development-ის ერთდღიანი შეხვედრა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა თამაშის შექმნის სრულ პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
სტუდენტებისთვის Game Development-ის სესია გიორგი აბელაშვილმა, Deca Games-ის უფროსმა დეველოპერმა ჩაატარა. მას აღნიშნულ სფეროში 14 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს და ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ქართული თამაშის Drift King-ის ავტორია.
შეხვედრის დროს, მოწვეულმა სპიკერმა და სტუდენტებმა ერთობლივად შექმნეს ცნობილი თამაში Doodle Jump. სესია გაიმართა Google-ის მხარდაჭერით, საქართველოს უნივერსიტეტის კომპიუტერულ აუდიტორიაში, რომელიც სრულად არის აღჭურვილი iMac-ებით.