სიახლეები
5 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტმა 2020 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიალს უმასპინძლა. გარდა ოფიციალური ნაწილისა, საღამო გამოირჩეოდა საპატიო სტუმრებით, სასიამოვნო მუსიკალური ნომრით და დასამახსოვრებელი მომენტებით.
კურსდამთავრებულებს სიტყვით მუსიკოსმა და ფოლკლორისტმა გიორგი უშიკიშვილმა მიმართა, მომღერალმა მარიამ ურუშაძემ კი აუდიტორიის წინაშე მუსიკალური ნომერი წარადგინა.
ღონისძიებაზე გამოვლინდა სამი ყველაზე მაღალი GPA-ს მქონე სტუდენტი და მათ გადაეცათ საჩუქრები საქართველოს უნივერსიტეტისგან.
საღამო ულამაზესი ფოიერვერკითა და ქუდების აყრით დასრულდა.