სიახლეები
9 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს სპეციალურად მათთვის გამართულ ღონისძიებაზე უმასპინძლა.
წელს პირველად, Welcome Party კამპუსის ეზოში გაიმართა, სადაც სტუდენტების წინაშე მუსიკალური ჯგუფი - „არა“ წარსდგა.
საღამო განსაკუთრებულად მხიარული და თბილი გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულებიც.