სიახლეები
5 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტმა, შეფასების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ექსპერტთა პანელურ დისკუსიებს უმასპინძლა, თემაზე - როგორ უზრუნველვყოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკისა და პროგრამების მდგრადობა პოლიტიკური ცვალებადობის პირობებში.
ღონისძიება მოიცავდა ორ პანელურ დისკუსიას, რომელთა ფარგლებში დარგის გამოცდილმა ექსპერტებმა და პრაქტიკოსებმა იმსჯელეს კრიტიკულ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს დგას როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მონიტორინგისა და შეფასების საზოგადოების წინაშე, მათ შორის:
განხილვებში მონაწილეობა მიიღეს მონიტორინგისა და შეფასების პროფესიონალებმა, საერთაშორისო ორგანიზაციის, აკადემიური და კვლევითი წრეების წარმომადგენლებმა.
ინფორმაციისთვის. საქართველოს უნივერსიტეტი საკონსულტაციო ორგანიზაცია Solution Alternatives International (SAI)-სთან ერთად, მსოფლიო ბანკის ინიციატივის - შეფასების საერთაშორისო კვირეული 2025 (GLocal Evaluation Week 2025)-ის პარტნიორი გახდა. კვირეულს, მსოფლიო მასშტაბით უძღვება შეფასების საერთაშორისო ინიციატივა (Global Evaluation Initiative).