სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კომერციული მედიაციის მე-15 კონკურსის (ICC International Commercial Mediation 15th Competition, Paris) შესარჩევი პირველივე ეტაპი და მოხვდა მონაწილე გუნდებს შორის.
საერთაშორისო კომერციული მედიაციის კონკურსი არის წლის უდიდესი საგანმანათლებლო ივენთი. მასში მონაწილეობენ მსოფლის საუკეთესო სამართლის სკოლები და გამოცდილი მედიატორები.კონკურსში მონაწილეობის, მგზავრობის, პარიზში ცხოვრების, Per Diem-ის და კონკურსისთვის მომზადების ხარჯები სრულად დაფინანსებულია.სამართლის სკოლის გუნდის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სამართლის სკოლის მოქმედ სტუდენტებს, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას.