სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო პრესტიჟულ ICC მედიაციის საერთაშორისო კონკურსში, რომელიც ყოველწლიურად პარიზში ტარდება და მასში კონკურსის წესით შერჩეული მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 50-მდე გუნდი მონაწილეობს. კონკურსის ფარგლებში ჩვენი გუნდი შეხვდა ოკლანდის უნივერსიტეტის, მაიამის უნივერსიტეტისა და პარიზის II პანტეონ-ასას უნივერსიტეტის გუნდებს.
ჩვენმა სტუდენტებმა გამოავლინეს კომპლექსური მოლაპარაკებების წარმართვის შესანიშნავი უნარი და მსოფლიოში ცნობილი პროფესიონალებისგან მიიღეს მნიშვნელოვანი უკუკავშირები. ეს გამოცდილება კონკურსში მონაწილეობის გარდა, მედიაციის მიმართულებით ზრდის, სწავლისა და ჩართულობის დემონსტრირების პლატფორმასაც მოიცავდა.
ამ კონკურსის მეშვეობით კიდევ ერთხელ ღირსეულად გავაჟღერეთ საქართველოს სახელი საერთაშორისო მედიაციის სფეროში და დავამტკიცეთ, რომ ჩვენი სტუდენტები არამხოლოდ მედიაციის უნარებით არიან აღჭურვილები, არამედ ამ სფეროში წარმატებების მიღწევასაც აგრძელებენ.