სიახლეები
2021 წლის 19 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა წიგნის - “ნარკოტიკული დანაშაული“ - პრეზენტაცია.
წიგნი გამოიცა საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ნარკოტიკებზე საერთაშორისო კონტროლი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა სასჯელის კონსტიტუციურობის თაობაზე, ასევე, ქართულ სისხლის სამართალის კოდექსში მოცემული შესაბამისი ნორმების ანალიზი, როგორც დოქტრინის, ასევე სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე.
ნაშრომი შესრულებულია თანაავტორების მიერ. სამეცნიერო რედაქტორი: პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი.