ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


21 June 2017
სტუდენტთა II კონფერენცია

21 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობისმეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში ჩატარდა სტუდენტთა II კონფერენცია თემაზე „ჯანმრთელობის მეცნიერებათა აქტუალური საკითხები“. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს სამედიცინო საზოგადოების  წარმომადგენლები, საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. კონფერტენციის სამუშაო სესიებზე ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის სტუდენტებმა გააკეთეს პრეზენტაციები თანამედროვე ჯანდაცვის ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ძირითადი ლოკალიზაციის კიბოს გავრცელება, რისკის ფაქტორები და მათი პრევენცია, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა, აივ/შიდსი და მათი მკურნალობის ეთიკური ასპექტები, სტომატოლოგიისა და ფარმაციის აქტუალური საკითხები და სხვა. სტუდენტთა ნაშრომებს აფასებდნენ კონფერენციაზე მოწვეული ექსპერტები. კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო სერტიფიკატები. კონფერენციის მასალები სამეცნიერო სტატიების, ლიტერატურის მიმოხილვებისა და აბსტრაქტების სახით გამოქვეყნდა ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ჟურნალის: „Caucasus Journal of Health Sciences and Public Health“ მე-2 დამატებაშიhttp://caucasushealth.ge/contents2.php






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი