11ივნისს, წარმატებით დასრულდა, საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, Industry Talks ფორმატის ვორქშოფების სერია.
საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, Industry Talks ფორმატი გულისხმობს დარგის წამყვანი პროფესიონალების მხრიდან, ჟურნალისტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სტუდენტებისთვის საკუთარი გამოცდილების და დარგში არსებული გამოწვევების თუ არსებული ტენდენციების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ვორქშოფებს, სხვადასხვა მიმართულებით და გაეძლიერებინათ პროფესიული, პრაქტიკული განათლების ხარისხი.
შეხვედრებს უძღვებოდნენ:
თითოეულმა სპიკერმა, სტუდენტებს საკუთარი პროფესიული გამოწვევები და მიღწევები გაუზიარა, პრაქტიკული ვორქშოფების დახმარებით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრათა ფორმატი მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის არამარტო პრაქტიკული გამოცდილებების გასაზიარებლად, არამედ პროფესიული ნეთვორქინგის გასაძლიერებლად, რაც შემდგომში მათი დასაქმების პერსპექტივებს მეტად ზრდის.