სიახლეები
30 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლამ სამეგრელოში მდებარე ზუგდიდის რეგიონულ ოფისში საჯარო ლექციები და პრაქტიკული ვორქშოფი გამართა.
საჯარო ლექციაზე- „თანამედროვე ტექნოლოგიები და მეცნიერება“ განხილული იყო, თანამედროვე ტექნოლოგიური წარმატებები და სიახლეები.
საჯარო ლექციაზე- „ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება“ განხილული იყო, ლოგიკური აზროვნების მნიშვნელობა და მის მოცემულობიან სწორი დასკვნების გამოტანა.
პრაქტიკულ ვორქშოფზე- "შემეცნებითი ინფორმატიკა და ელექტრონიკა", მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა სქემების მუშაობის პრინციპებს.