სიახლეები
29 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლამ ლანჩხუთში მდებარე რეგიონულ ოფისში საჯარო ლექციები და პრეზენტაცია გამართა.
საჯარო ლექციაზე- „თანამედროვე ტექნოლოგიები და მეცნიერება“ განხილული იყო სხვადასხვა ტექნოლოგიური წარმატებები და სიახლეები.
საჯარო ლექციაზე- „ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება“ ყურადღება დაეთმო ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების მნიშვნელობას და მის მოცემულობიდან სწორი დასკვნების გამოტანას.
გარდა ამისა, გაიმართა ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლის პრეზენტაცია სადაც წარმოდგენილი იყო, ფაკულტეტები და განხილული იყო მათი მახასიათებლები.