26 October 2026
საქართველოს უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურის საინფორმაციო შეხვედრა
16 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურის ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანს სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში არსებული კარიერული შესაძლებლობებისა და პროფესიული განვითარების ხელშემწყობი სერვისების გაცნობა წარმოადგენდა.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების, პარტნიორი კომპანიების მიერ შემოთავაზებული ვაკანსიების, ინდივიდუალური კარიერული კონსულტაციების, სერტიფიცირებული ტრენინგებისა და მასტერკლასების შესახებ.
ასევე, ყურადღება გამახვილდა დასაქმების ფორუმების მნიშვნელობაზე, რომლებიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ პროფესიული კავშირები, შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს და უკეთ გაეცნონ შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახური მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტების მხარდაჭერას, მათი პროფესიული უნარების განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით.