სიახლეები
31 იანვარს, საქართველოს უნივერსიტეტმა აბიტურიენტებს უმასპინძლა, ინოვაციური ღია კარის დღის ფარგლებში.
ღია კარის დღეზე აბიტურიენტები გაეცნენ უნივერსიტეტის სიახლეებს, შეთავაზებებს, მათთვის საინტერესო საბაკალავრო პროგრამების ირგვლივ მიიღეს დეტალური ინფორმაცია. შეხვედრა დატვირთული იყო, როგორც შემეცნებითი, ისე გასართობი მოდულებით.
აბიტურიენტებმა მიიღეს ინფორმაცია: ფინანსური, გაცვლითი პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების, საბაკალავრო პროგრამების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ღია კარის დღეს, საქართველოს უნივერსიტეტის ელჩები ესწრებოდნენ, რომელთა შორისაც ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლიდან არიან ჩართული - წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში. უნივერსიტეტმა ინოვაციური პროექტები დააანონსა, აბიტურიენტებისთვის, რომელში ჩართვაც ეტაპობრივად შეეძლებათ მეთორმეტე კლასელებს.