სიახლეები
5 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით ინოვაციების დღე გაიმართა.
სტუმრები გაეცნენ უნივერსიტეტში არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სტუდენტების ბიზნეს განვითარების შესაძლებლობებს. ასევე, ინოვაციების ცენტრში მოქმედ მობილური აპლიკაციების ლაბორატორიას, რობოტიკის და ელექტრონიკის სკოლას და სტუდენტურ ბიზნეს აქსელერატორს.
ინოვაციების დღის ფარგლებში სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის წარმოდგენილი იყო შემდეგი ვორკშოფები:
მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი;
დაიწყე ბიზნესი ნულიდან;
კრეატიული აზროვნება.
ინოვაციების დღეს დაესწრნენ როგორც საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და კერძო სკოლის დირექტორები.