სიახლეები
პროექტი შემეცნებითი ხასიათისაა და ითვალისწინებს VIII-XII კლასის მოსწავლეებში ბულინგის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, სამოქალაქო განათლებისა და ფსიქოლოგიის საწყისებთან გაცნობას.
პროექტი იქნება ლექციურ-ინტერაქციული სახის და მონაწილეებს მიეცემათ საშუალება პროექტის განმავლობაში ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში.
პროექტი საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული ადამიანის უფლებების კვლევითი ცენტრის (HRRC) მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება, რომლის გამარჯვებულებიც გახდნენ ორგანიზაციის ლიდერული გუნდის წარმომადგენლები: ქეთევან ხორავა, მარიამ კვანტალიანი და მარიამ ხუჭუა.
პროექტის ბოლოს თითოეულ მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.