სიახლეები
16-18 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტმა “Coalesce Research” ჯგუფთან ერთად გამართა საერთაშორისო კონფერენცია სტომატოლოგიისა და ინტეგრირებული მედიცინის შესახებ.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი სახის მიმართულებები:
ყბა-სახის ქირურგია, ორთოდონტია, ორთოპედია, პირის ღრუს ჰიგიენა, ენდოდონტია, ესთეტიური სტომატოლოგია, პირის ღრუს ონკოლოგია, პირის ღრუს საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ინფექციები, დიაბეტი და პერიოდონტალური დაავადებები, თერაპია 0-ring ტესტით, ალერგოლოგია , სპორტული სტომატოლოგია და სხვა.
სტომატოლოგიური სამიტი მიზნად ისახავს პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ ახალი კვლევითი ინოვაციების გამოვლენას და სტომატოლოგიაში მაღალი ტექნოლოგიების წარმოჩინებას.