ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


6 March 2025
საერთაშორისო კონფერენცია - მშვიდობის ახალი განსაზღვრება: კონფლიქტების გადაჭრის თანამედროვე ხელოვნება და მეცნიერება

 

 

საქართველოს უნივერსიტეტისა და The International Academy of Dispute Resolution-ის (INADR) ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „მშვიდობის ახალი განსაზღვრება: კონფლიქტების გადაჭრის თანამედროვე ხელოვნება და მეცნიერება“, 4 მარტს, გაიხსნა.

 აღნიშნულმა კონფერენციამ, მშვიდობის კონცეფციის სხვადასხვა პერსპექტივიდან შესწავლის მიზნით, გააერთიანა გამოცდილი პრაქტიკოსები და მეცნიერები სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტიდან.

 ღონისძიებაზე განხილული იყო მოლაპარაკებების, მედიაციისა და კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიები. გარდა ამისა, კონფერენციის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს მნიშვნელოვანი გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება შენარჩუნდეს ან აღდგეს მშვიდობა მხარეებს შორის თანამედროვე რთულ ლანდშაფტში.

 კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ:

  •  მერი ლუ ბრაიანტ ფრენკი - ფსიქოლოგი, მედიაციის ტრენერი, სასამართლოს მიერ აღიარებული მედიატორი, კონსულტანტი;
  •  ზაზა ბიბილაშვილი - საქართველოში წამყვანი იურიდიული ფირმის, BGI Legal-ის დამფუძნებელი;
  •  ელენა კოლცაკი - ადვოკატ-მედიატორი, საბერძნეთის ამერიკული კოლეჯის აფილირებული პროფესორი; 
  •  დენის ფავარო - Favaro & Gorman-ის მმართველი პარტნიორი;
  •  სოფო ტყემალაძე - არბიტრაჟისა და მედიაციის პრაქტიკოსი იურისტი;
  •  სოფო ჩაჩავა - პროფესორი, New Vision University-ის სამართლის სკოლის დეკანი;
  •  გრეგ ბონდი - “Bond & Bond Mediation & Coaching”-ის მედიატორი და ფასილიტატორი;
  •  ჯონ ჯ. ლეგი - The International Academy of Dispute Resolution-ის დირექტორი;
  •  ჯაბა გველებიანი - KPMG Law Georgia-ის დირექტორი;
  •  ნატა სტურუა - საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო და ბიზნეს სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი, Mediation Clinic-ის თანადამფუძნებელი;
  •  აგნიეშკა გურა - სერტიფიცირებული მედიატორი, მოლაპარაკებებისა და მედიაციის ლექტორი Mykolas Romeris University-ში;
  •  იაცეკ ჩაია  -  The International Academy of Dispute Resolution-ის ვიცე პრეზიდენტი, ადვოკატი, მომლაპარაკებელი;
  •  კატერინა მანეცკა - ადვოკატ-მედიატორი;
  •  ლიდია ვატუტინა - ექსპერტი მედიაციაში, ლონდონის კოლეჯის მაგისტრი.





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი