სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორმა - ანა ხურციძემ და სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა - ნატა სტურუამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Labor Organization - ILO) მიერ სერტიფიცირებული შრომითი დავების მედიატორის სტატუსი მოიპოვეს.
უნივერსიტეტს რამდენიმე წელია დანერგილი აქვს მედიაცია, როგორც დავის გადაჭრის უპირველესი გზა. შრომითი მედიაცია მიზნად ისახავს მხარეთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას და გრძელვადიანი თანამშრომლობის, მათთვის ხელსაყრელი პირობებით შენარჩუნებას.