საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ბუცერიუსის სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებულ მედიაციის საერთაშორისო შეჯიბრში, რომელიც 14-16 ნოემბერს, ჰამბურგში გაიმართა და მასში მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები იღებდნენ მონაწილეობას.
UG სამართლის სკოლის წარმომადგენლები შეხვდნენ NALSAR სამართლის უნივერსიტეტის და ირლანდიის სამართლის საზოგადოების გუნდებს. ნახევარფინალში საქართველოს უნივერსიტეტმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა ლიუბლიანას უნივერსიტეტითან და ფინალში, შეხვდა მუმბაის მაჰარაშტრას ეროვნული სამართლის უნივერსიტეტს.
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს წარმოადგენდნენ ანა კვანტრიშვილი, მარიამ კვანტალიანი, ანანო რიგვავა და ელენე ბურნაძე, გუნდის მწვრთნელი კი, ნატა სტურუა იყო. მათ შეჯიბრის ყველა ეტაპზე გამოიჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი, მოლაპარაკების უნარი და გუნდური მუშაობა.